გაფიცული მაღაროელებისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზება მიუღებელია
გაფიცული მაღაროელებისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზება, რომლის მიხედვითაც კომპანია გაფიცულებს ხელფასის მხოლოდ 5%-ით მატებას სთავაზობს მიუღებელია.
მაღაროელების თქმით, სახელმწიფოსგან დანიშნული მმართველი მათ არაანაირ გარანტიებს არ აძლევს. გაფიცულები საეჭვოს ხდიან კერძო აუდიტის მოწვევის საკითხსაც:
არანაირი გამჭვირვალობა, არანაირი გარანტია ჩვენ არ გვაქვს. იმის შემდეგ ჩვენს კომპანიაში ზის სახელმწიფო მმართველი, რომელი სახელმწიფო მმართველიც წესით უნდა აკონტროლებდეს იმ ყველაფერს, რის კონტროლსაც დღეს ითხოვს კომპანია. თუ ჩვენ სახელმწიფო მმართველისგან ვერ ვღებულობთ სინამდვილეს, ვერ ვღებულობთ სიმართლეს და ვერ არკვევს სახელმწიფო მმართველი კომპანიაში ვერაფერს, რა გარანტია გვაქვს ჩვენ იმის, რომ ამ ყველაფერს ე.წ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაარკვევს და დადებს იმ შედეგს, რა შედეგიც რეალურად და ნამდვილად არის. პროტესტი გაგრძელდება, პროტესტი მოედება სრულიად მუშათა კლასს, - ამბობს გაფიცული მაღაროელი.