ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს სოლიდარობას კურიერები უცხადებენ
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს სოლიდარობას კურიერები უცხადებენ. მათ სოლიდარობის ნიშნად პარლამენტის წინ სიგნალებით ჩაიარეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები აქციას მართავენ. საპროტესტო მუხტს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ეს საშინელებაა, ყველამ უნდა იცოდეთ, რომ დღეს ჭიათურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დღეს ჭიათურა განადგურების პირასაა, გადარჩენა სჭირდება. თუ ვერ იარსებებს მაღაროები, ვერ შექმნის მატერიალურ სიმდიდრეს, სხვა ალტერნატივა სამსახურის არ არის, ყველაფერი სამთოწარმოებაზეა დამოკიდებული და ამ სამთოწარმოების გაჩერებით გვემუქრება ერთი კომპანია," - ამბობს ჭიათურელი მაღაროელი.
ჭიათურიდან თბილისში ჩამოსული აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიას ხელფასს არ ზრდის. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადებას, დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ტექნიკურ განახლებას, ულუფის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გაკონტროლებას ითხოვენ.