„ლავროვის შვილი რატომ შემოუშვეს, მართლა ცირკია,“ – ნარსია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

19.06.23 16:41
„ლავროვის შვილი რატომ შემოუშვეს, მართლა ცირკია,“ – ნარსია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

„ლავროვის შვილი რატომ შემოუშვეს, მართლა ცირკია,“ – ამ სიტყვებით მიმართვის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ნიკა ნარსია ლავროვის შვილის ქორწილის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე დააკავეს, დღეს კი რაიონუკლ სასამართლოში სასამართლო სხდომა გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარსიასთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას და მის დაკავებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის მტკიცებით, დღევანდელ სხდომაზე სამართალდამცავებს აქ2ტივისტების საწინაააღმდეგო ვიდეომტკიცებულებები არ წარუდგენიათ.