„ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“ - სოლიდარობა მაღაროელებს

19.06.23 17:19
„ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“ - სოლიდარობა მაღაროელებს

„ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“ - სოლიდარობა მაღაროელებს - ჭიათურაში გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ თბილისში. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები უერთდებიან, მათ შორის, მწერლები, მსახიობები, არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

შრომითი ექსპლუატაცია არ არის ახალი, რადგან შრომითი უფლებები აბსოლუტურად უგულებელყოფილია და სახელმწიფოს ბიზნესთან ერთად ეს ადამიანები და მთლიანად ქალაქი მძევლად ჰყავს აყვანილი. ვნახეთ მათი ამოკერილი თვალები, პირი, გადაჭრილი ვენები, ეს ხალხი ითხოვს დახმარებას, ყურადღეას და სამწუხაროა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ამდენი დღის შემდეგ დადგა და არა თავიდანვე,“ - ამბობს ერეკლე დეისაძე.

აქციაზე სოლიდარობის მიზნით მისულები ამბობენ, რომ მაღაროელები არაადამიანურ პირობებში მუშაობენ და მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის.

ეს არის უმძიმესი სამუშაო პირობები, ეს არის, პრაქტიკულად, ინვალიდობა, ეს არის ჯანმრთელობის საშნელი დაზიანება, ასეთ პირობებში მუშაობა და ამ პირობებშიც კი, როდესაც ელემენტარულ ხელფასს არ უხდიან და უუარესებენ სამუშაო პირობებს და განაკვეთს, არის წარმოუდგენელი.“ - ამბობს ბაია პატარაია.