თბილისის გარდა პროტესტის ეპიცენტრად ჭიათურა რჩება - მერიის შენობასთან კარვებია გაშლილი

19.06.23 17:26
თბილისის გარდა პროტესტის ეპიცენტრად ჭიათურა რჩება - მერიის შენობასთან კარვებია გაშლილი

თბილისის გარდა პროტესტის ეპიცენტრად ჭიათურა რჩება - ადგილობრივი მერიის შენობასთან ახლაც კარვებია გაშლილი და ათობით ადამიანია შეკრებილი. მათ შორისსა ის მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა.

მე-14 დღეა, აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ შავი ოქროს - მანგანუმის მოპოვება უდიდესი რისკია. მათ კი სამედიცინო დაზღვევაც არ აქვთ. ხელფასები კი იმდენად დაბალია, რომ ოჯახების რჩენა უჭირთ.

მაღაროელების თქმით, ისინი  ხელფასის 20%-ით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულები უვადო პროტესტზე საუბრობენ და გაჩერებას არ აპირებენ.

რაც იყო დათმობა 40%-იანი ხელფასის მატებას ვთხოვდით და 5-ზე მეტს არ შვრებოდნენ და დავაკელით კიდევ და 20-ს ვთხოვთ ახლა 20-იც აღარ უნდათ მოგვცენ ბოლო ბოლო ჩვენც ადამიანები ვართ. სანამ არ დაკმაყოფილდება ვაგრძელებთ შიმშილობას, 8 დღე რა არის 8 დღე ფეხებით, რომ დაგვკიდონ მაინც გავძლებთ - ამბობს, გაფისული მაღაროელი.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ჭიათურასთან ერთად თბილისში პარლამენტის წინაც მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას 40 ჭიათურელი მაღაროელი იღებს. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან იწყება, დღის ბოლოს 21:00 საათზე. საპროტესტო მუხტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.