ნაცემ სტუდენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაცემ სტუდენტს ლუკა შველიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს - ახალგაზრდა ამბობს, რომ მოძალადეები კანონის წინაშე უნდა დაისაჯონ.
მისი თქმით, მოვა დრო როცა, სტუდენტებზე ვერავინ იძალადებს და ვერ შეძლებს მათ წინააღმდეგ რეკეტი განახორციელოს.
სტუდენტი ლუკა შველიძე ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ში სცემეს - ის ჯერ კიბიდან დააგორეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი სტუდენტი ამტკიცებს, რომ მასთან პალატაში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული იარაღიანი პირი შევიდა. ლუკა შველიძე ამბობს, რომ მისი პირადი ინფორმაციის მოპოვება სურდათ. თსუ-ს სტუდენტი, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებმა სასტიკად სცემეს, იხსენებს, რომ უცნობი მამაკაცი მას პოლიციელად გაეცნო და ასევე ამბობს, რომ პირი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდა.