„ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“ - მაღაროელების პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა

19.06.23 20:03
„ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“  - მაღაროელების პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა

მაღაროელების პროტესტი  თბილისში - ამ წუთებში გაფიცულების  ნაწილი  პარლამენტის შენობასთან  დგას. პროტესტის მე-14 დღეს აქციის მონაწილეების კოლონა ჭიათურიდან  დედაქალაქისკენ დაიძრა. სხვა გზა არ დაუტოვეს, ამიტომ ახლა უფრო ახლო მანძილიდან   ცდილობენ,  ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, რომ დახმარება სჭირდებათ. "დაგვცინიან"  - ასე პასუხობენ მაღაროელები დამქირავებელ კომპანიას.  "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს არ თანხმდება. 

ხელფასის 20 პროცენტიანი ზრდა არ იქნება. კომპანია მზად არის მხოლოდ 5 პროცენტით  მოუმატოს ანაზღაურება  მაღაროელებს. თუმცა ეს პირობა გაფიცული თანამშრომლებისთვის მიუღებელია. ისინი ადამიანურ სამუშაო პირობებს და ხელფასის მატებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაროები გაჩერდება.  ჭიათურა, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მაღაროებშია დასაქმებული,  უკვე ორი კვირაა პარალიზებულია. 

მაღაროელების პროტესტი თბილისში - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვიდან