რა დგას წყვილებისთვის სუროგაციის წესების გამკაცრების მიღმა?
რა დგას წყვილებისთვის სუროგაციის წესების გამკაცრების მიღმა? მას შემდეგ რაც პარლამენტი დაჩქარებული წესით დაამტკიცებს ახალ კანონპროექტს, უცხო ქვეყნის ვერცერთი მოქალაქე ვერ შეძლებს უშვილობის პრობლემა სუროგაციის საშუალებით გადაწყვიტოს. ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა მოამზადა და თუ ის ძალაში შევა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სამედიცინო მომსახურებას ვეღარ გაუწევს წყვილებს, ვინც შვილის გაჩენაზე წლების მანძილზე ოცნებობს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ერთსქესიან წყვილებს ბავშვები ქვეყნიდან მასობრივად გაჰყავთ და აშვილებენ. ახალი ინიციატივით კი ამ პროცესს აკრძალავს. ექიმები პრემიერს ტყუილში ამხელენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ.
სუროგაციის კანონპროექტი - ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟი