ვინ არის კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა

20.06.23 13:15
ვინ არის კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა

იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. 38 წლის მალხაზ ბარსეგიანს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. საქმის მასალების მიხედვით, ბავშვების შრომით ექსპლუატაციას დაკავებული სისტემატურად ახდენდა, უარის შემთხვევაში კი მათ სცემდა.