ნიკა გვარამიას გათავისუფლების სამართლებრივი გზები - ადვოკატები მედიამენეჯერთან კონსულტაციებს იწყებენ

20.06.23 13:38
ნიკა გვარამიას გათავისუფლების სამართლებრივი გზები - ადვოკატები მედიამენეჯერთან კონსულტაციებს იწყებენ

ადვოკატები ნიკა გვარამიასთან სამართლებრივ კონსულტაციებს იწყებენ. უფლებამდაცველები მას  ერთ საათში რუსთავის მე-12 დაწესბებულებაში შეხვდებიან.

უაზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და მისი ინტერესების დამცველები სამართლებრივ გზებზე  სჯელობას იწყებენ. უკვე დაანონსებულია, რომ გვარამიას საქმეში ისინი საერთაშორისო მექანიზემბის  გამოყენებას აპირებენ.

დავოკატი დიტო საძაგლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.

მე არ ვფიქრობ, რომ ლევან თევზაძე ან ნინო გაბინაშვილი ან ნინო სანდოძე მითუმეტეს, რამე გადაწყვეტილებას იღებდნენ ამ თემაზე. ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და ეს პირები არიან უბრალოდ ბრმა შემსრულებლები აი, ამ პოლიტიკური დაკვეთის. სამწუხაროდ, სასამართლოში ჩაბეტონებული კლანი უზრუნველყოფს პოლიტიკური ნების უსიტყვოდ და მორჩილად აღსრულებას დ აკიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ უზენაეს სასამართლოშიც კი არანაირი წინაღობა პოლიტიკურ ხელისუფლებას ამ უკანონო დავალების შესრულებაზე არ ხვდება, - ამბოს დიტო საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ  ნიკა გვარამიას ციხეში დატოვა.  სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.