სასამართლომ რუსთავი 2-ს გიორგი გაბუნიასთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-დან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რ2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მოქმედი მფლობელისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები გაათავისუფლა, მათ შორის იყო გიორგი გაბუნიაც, რომელიც იმ დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა.