რუსული მედია: რუსეთში ღვინის მიწოდების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა
რუსეთთან პირდაპირი იმპორტის მეშვეობით საქართველო ოკუპანტ ქვეყანაში ღვინოების მიწოდების კუთხით, პირველ ადგილზეა. 2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„კომერსანტის“ ცნობით, ღვინის მიწოდების კუთხით, მეორე ადგილს იკავებს იტალია, რომლის იმპორტითც 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.
ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობამ განაპირობა და ასევე იმ კონტრაქტებმა, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.