"დამცირებულები ვართ" - თბილისში მაღაროელების მსვლელობა იწყება

20.06.23 15:40
"დამცირებულები ვართ" - თბილისში მაღაროელების მსვლელობა იწყება

თბილისში  მაღაროელების მსვლელობა იწყება. გაფიცული მაღაროელები ზუსტად 16:00 საატზე პარლამენტიდან ალექსიძის ქუჩაზე "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან გადაინაცვლებენ.

გაფიცულები კომპანიის მათდამი დამოკიდებულებას დამამცირებელს უწოდებენ.

მოვუწოდებთ კომოანიას, რომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პირველ რიგშ, ხელფასის მოთხოვნა. მე პირადად ცოტა დამცირებულად ვგრძნობ თავს და არა მარტო მე, ჩემი მეგობრებიც. ეს იქიდან გამომდნარეობს, რომ ჩვენ ხელფასის 40%-იან მატებას ვითხოვთ და 40%-ის მაგივრად, შემოგვთავზეს 5%, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან ვთხოვ, მეთლი ჭიათურის მოსახლეობას, ვინც კი თბილისში ბრძანდება ახლა, ვინც მოახერხებს შეძლებისდაგვარად, მოვიდეს, დაგვიდგეს გვერდში, ახლა წყდება ჭიათურის ბედი, - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

მეორე კვირაა გაფიცულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება ვერ შედგა. მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას ხელსფასების 5 %-იან მატებაზე არ თანხმდებიან. ხელფასებთან ერთად მათ სხვა მოთხოვნებიც აქვთ.