"ჯორჯიან მანგანეზს" სრულად "ქართული ოცნება" აკონტროლებს - ბესიკ დონაძე

20.06.23 15:45
"ჯორჯიან მანგანეზს" სრულად "ქართული ოცნება" აკონტროლებს - ბესიკ დონაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მვკლევარი ბესი დონაძე მაღაროელების პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" ახლა სრულად "ქართული ოცნების" ხელშია.

ოპოზიციონერის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობას მმართველი პარტიისთვის არაერთი ათასი ლარი აქვთ გადარიცხული. 

სპეციალური მმართველი არის ბესიკ კირთაძე დღეის მდგომარეობით. აღნიშნული პიროვნება არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მან 2020-21 წლებში 22 ათასი ლარი მიიტანა „ქართულ ოცნებაში“. ასევე არის დირექტორი ლავრენტი თუთბერიძე, თითქმის ყველა არჩევნებზე როგორც სალომე ზურაბიშვილს, ასევე „ქართულ ოცნებაში“ ჯამში 93 ათასი ლარი მიიტანა. სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ, როგორც ცნობილია, ხელმძღვანელობს „რიჟა“. ეს არის ადამიანი, რომელსაც რა ჩვენებასაც გინდა, იმ ჩვენებას მიაცემინებ ანუ „ქართული ოცნების“ კარის ბიზნესმენი. ანუ „ჯორჯიან მანგანეზს“ სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“. ზოგადად,ნორმალურ ქვეყანაში, ორ კერძო სუბიექტს შორის დავა უნდა წყდებოდეს სასამართლოში, მაგრამ ჩვენ რადგან სასამართლოც არ გვაქვს ნორმალური და სასამართლოც კორუმპირებულია, შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი“ არის „ქართული ოცნების“. ანუ „ქართული ოცნება“ მართავს დღეს სასამართლოსაც და მართავს „ჯორჯიან მანგანეზსაც“, - ამბობს ბესიკ დონაძე.