უნდა გაიგონ ჩვენი ხმა - თბილისში მაღაროელების მსვლელობა დაიწყო
თბილისში მაღაროელების მსვლელობა დაიწყო. ჭიათურიდან ჩამოსული გაფიცული თანამშრომლები ამბობნე, რომ უფრო ახლოდან გააგონებენ კომპანიას მათ ხმას.
მაღაროელები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უფრო მძაფრ ფორმას აანონსებენ.
მივდივართ სათაო ოფისში მივდივართ, რათა ახლოდან გავაგონოთ "ჯორჯიან მანგანეზს" ჩვენი ხმა. ბიჭები შიმშილობენ უკვე დიდი ხანია და წყლის გარდა არაფერი მიუღიათ. ამიტომ ყველა წუთს გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს მათთვის. დროულად უნდა დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას. თუ არ დაკმაყფილდება მოთხოვნები, პროტესტი იქნება უფრო მძაფრი". - ამბობებს მაღაროელი.
გაფიცული თანამშრომლები მას შემდეგ, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან განცხადებებს გააკეთებენ, მსვლელობით ისევ პარლამენტთან დაბრუნდებიან.