საშინელ პირობებში არიან, სადამდე მიიყვანეს ეს ადამიანები - კალატოზიშვილი მაღაროელების მხარდასაჭერად

20.06.23 17:17
საშინელ პირობებში არიან, სადამდე მიიყვანეს ეს ადამიანები - კალატოზიშვილი მაღაროელების მხარდასაჭერად

მაღაროელების მსვლელობას ცნობილი სახეებიც უერთდებიან. მათთან ერთად იმყოფება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

კალატოზიშვილი ამბობს, რომ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც მაღაროელებს ხელშეკრულების მეხუთე პუნქტად შვებულების სარგებლობის საშუალება ეწერათ.

საშინელ პირობებში არიან და ყველაზე რთულ რაღაცას აკეთებენ. მეხუთე პუნქტად ეწერათ შვებულების სარგებლობის საშუალება. რაზე ვლაპარაკობთ ხალხო, საერთოდ, წარმოუდგენელია! რომ არ გისმენენ, ვერ გხედავენ, ვერ არა, არ უნდათ, რომ დაგინახონ, სადამდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რომ ეს გააკეთეს. (საუბარია, პირისა და თვალების ამოკერვაზე)". - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.