"თქვენს მონობას არ დავემორიჩილებით" - მაღაროელები "ჯორჯიან მაგანეზის" ოფისთან აქციას მართავენ

20.06.23 17:32
"თქვენს მონობას არ დავემორიჩილებით" -  მაღაროელები "ჯორჯიან მაგანეზის" ოფისთან აქციას მართავენ

ალექსიძის ქუჩა პროტესტის ეპიცენტრია - კომპანია "ჯორჯიან მაგანეზთან" მაღაროელები მივიდნენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და მონობას არ დაემორჩილებიან.

ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩერდებით ჩვენი ძმების სისცოცხლის გადარჩენითვის, ყველაფერს გავაკეთებთ, ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას ჩვენ არ დავემორიჩილებით". - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციის მონაწილეები ალექსიძის ქუჩაზე მსველობით პარლამენტიდან წავიდნენ - მაღაროელები მეორე კვირაა ხელფასების მომატებას ითხოევნ, ნაწილი აქციას ამ მოთხოვნით მეორე დღეა თბილისში  მართავს,  ნაწილი კი პროტესტს ჭიათურაში აგრძლებს. მაღაროელები  კომპანიის  შეთავაზებას ხელფასების 5 პროცენტიან მატებაზე არ თანხმდებიან.