არასრუწლოვან მოზარდებს მუშაობს აიძულებდა - "პირველებმა" უმძიმესი ამბის ახალი დეტალები გაარკვია
"პირველებმა" უმძიმესი ამბის ახალი დეტალები გაარკვია - 38 წლის კაცი გერებს ვაზისუბნიდან ვარკეთილში წასვლას, ყუთების მოგროვებას, ჩაბარებას, ფულის კი მასთან მიტანას აიძულებდა.
ვარკეთილში არსებული ობიექტის მფლობელები და გამყიდველები ამბობენ, რომ გამთენიისას მათთან ბავშვები ყუთებისთვის მიდიოდნენ, უფროსებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ყუთები გასაყიდად სჭრიდებოდათ, რათა მათი მშობლებისთვის შემდეგ ფული მიეტანათ.
დილაუთენია მოდიოდნენ, აგროვებდნენ ყუთებს, ნაგვის ბუნკერშიც ეძებდნენ, რას აკეთებდნენ, სად მიჰქონდათ არ ვიცი, ერთი კვირის წინ იყვნენ, მის შემდეგ არ გამოჩენილან". - ამბობს ვარკეთილში არსებული ობიექტის მფლობელი.
38 წლის მალხაზ ბარსაგიანი დაკავებულია. 1985 წელს დაბადებული კაცი წარსულში ნასამართლევია, მას ბრალი უკვე წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.