ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - კინოცენტრის დირექტორმა თანამშრომლები უპასუხოდ დატოვა

20.06.23 18:21
ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - კინოცენტრის დირექტორმა თანამშრომლები უპასუხოდ დატოვა

ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - კინოცენტრის დირექტორმა კინომატოგრაფები უპასუხოდ დატოვა. აქცია კინოცენტრის შენობასთან დაიწყო და ამ წუთებში აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსთან იმყოფებიან. ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ, მაღაროელების აქციას შეუერთდებიან.

კინოცენტრის თანამშრომლები იმის მიუხედავად, რომ კინოცენტრის ახალი დირექტორი მათ მოთხოვნებს არ გამოეხმაურა, მათ რეალურად პასუხი კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან მიიღეს. კულტურის სამინისტრო კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტს უსაფუძვლო აჟიოტაჟად მოიხსენიებს და თანამშრომლების გაშვებას რეორგანიზაციით ხსნის. პროტესტი კი, რომელიც ხელოვანებს აქვთ, კულტურის სამინისტროსთვის პოლიტიკურად ორგანიზებულია და მათ უკან ოპოზიციურ პარტიას ხედავს.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილისთვის თეა წულუკიანის უწყების ბრალდება, რომ ხელოვანები ერთი კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ინტერესებს ატარებენ, მიუღებელია.

როგორ შეიძლება ამ აბსურდს უპასუხო. წერილში ამბობენ, რომ არაფერი გვაქვს სამართლებელიო, მათ ნამდვილად აქვთ თავი სამართლებელი, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ აქ ძალიან განსხვავებული პოლიტკური შეხედულების ადამიანები ვართ, რომლებიც შეიძლება აქამდე სხვადასხვა პოლუსზ ვიდექით, მაგრამ გაგვაერთიანა, სწორედ ამ საფრთხემ, რომელმაც კონკრეტული ფორმა მიიღო. არანაირი კეთიოლშობილური მიზნები რეფორმების გატარების არ აქვს, არამედ ეს არის წმინდაპარტიული დავალება, რომ გაასუფთაოს ეს სივრცე მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადმაიანებისგან,“ - ამბობს თეო ხატიაშვილი.