თბილისში ტაილანდის მოქალაქეს თავს დაესხნენ

20.06.23 18:52
თბილისში ტაილანდის მოქალაქეს თავს დაესხნენ

თავდასხმა ტაილანდის მოქალაქეზე - შუახნის მამაკაცს თავს სამი არასრულწლოვანი დაესხა. მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

ძალადობრივი ინციდენტი თბილისში, გია აბესაძის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ინფორმაციას ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. 

ორშაბათს , 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე  სამი არასრულწლივანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ  , კაცი იყო ტაილანდური მასაჟის  და რესტორნის მფლიბელი , ყველანაირი კონფლიქტის გარეშე  დაელაპარაკნენ თუმცა ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ,პირიდან და ნიკაპიდან , დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით გადარჩება თუ არა , გვჭირდება სოციალური მედია რათა შევძლოთ ამ მოზარდების ჯგუფის იდენთიპიკაცია  რათა სხვაც არჩააგდონ იგივე მდგონარეობაში," - წერს მოქალაქე.

თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.