თავდასხმები სერია გრძელდება - ლევან ბერძენიშვილს ქალაქის ცენტრში კვერცხები დაუშინეს
ხელისუფელბამ ოპონენტებთან ბრძოლა ქუჩური მეთოდებით დაიწყო. დღეს სამიზნე ლევან ბერძენიშვილი იყო. თავდამსხმელი ამ დრომდე არც იდენტიფიცირებულია და არც დაკავებული. მომხდარზე გომელაურის უწყებიდან არანაირი ინფორმაცია არ არის.
თავდასხმა ჭავჭავაძის გამზირზე იმ ადგილას მოხდა, სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. თავად ლევან ბერძენიშვილი მორიგი თავდასხმის უკან ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ხედავს. „შურისძიება ღია პოლიტიკური პოზიციის გამო“ - ეს ერთადერთი ახსნა აქვს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ თავმჯდომარეს.
35 წლამდე მამაკაცმა ლევან ბერძენიშვილს კვერცხები იმ დროს ესროლა, როდესაც ის ლექციიდან გამოვიდა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.
„ქართული ოცნება“ ძალადობის ფაქტს მხოლოდ ფორმალურად გმობს. მმართველ პარტიაში დღეს მწყობრი მესიჯბოქსი ჰქონდათ - „ბერძენიშვილს დამსახურებულად უსწორდებიან, რადგან ის შუღლის გაღვივებას ცდილობს“.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.