მამინაცვალი, რომელიც გერებს ნაგავში ნივთების შეგროვებას აიძულებდა და სცემდა, პატიმრობაში რჩება

20.06.23 20:11
მამინაცვალი, რომელიც გერებს ნაგავში ნივთების შეგროვებას აიძულებდა და სცემდა, პატიმრობაში რჩება

ბავშვებზე ძალადობის უპრეცენდენტო ამბავი - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული კაცი პატიმრობაში რჩება. მამინაცვალი  გერებს ნაგავში ნივთების შეგროვებას აიძულებდა. 16 და 17 წლის და-ძმა იძულებული იყვნენ, ყოველდღე ნაგვის ურნებში ისეთი ნივთები მოეძებნათ, რომლის გაყიდვასაც მოახერხებდნენ. დღეში მინიმუმ 40 ლარი უნდა ეშოვნათ, რომელიც სრულად მამინაცვალთან  უნდა მიეტანათ. თუ დავალებას არ შეასრულებდნენ,  სასჯელი უმკაცრესი იყო. მოზარდებს მალხაზ ბარგასიანი სასტიკად უსწორდებოდა. 

ხელბორკილები 38 წლის მამაკაცს, სავარაუდოდ, მორიგი ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ დაადეს. არასრულწლოვან გერებს ის სისტემატურად  სცემდა და ამ ფორმით მუშაობას აიძულებდა. ბარგასიანის მეზობლები ადასტურებენ, რომ ხშირად  ხედავდნენ, როგორ იქექებოდნენ მოზარდები ნაგვის ურნებში საჭირო ნივთების მოსაძებნად, ურიკებში ალაგებდნენ და მიჰქონდათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადე მამინაცვალს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.