მაღაროელების ხმა „ოცნებას“ ისევ არ ესმის - გაფიცულები პროტესტის რადიკალურ ფორმებს აანონსებენ

20.06.23 20:32
მაღაროელების  ხმა „ოცნებას“ ისევ არ ესმის - გაფიცულები პროტესტის რადიკალურ ფორმებს აანონსებენ

უკვე მეორე დღეა მაღაროელების  პროტესტის ხმა  ხელისუფლებას  თბილისიდანაც არ  ესმის.  აქციის მონაწილეები ამ წუთებში  ისევ პარლამენტთან დგანან  და ისევ  შველას ითხოვენ. მათთან სალაპარაკოდ დღეს არც დამსაქმებელი კომპანიიდან გამოსულა ვინმე. მაღაროელები მსვლელობით რუსთაველიდან სწორედ "ჯორჯიან მანგანეზთან" მივიდნენ, სადაც სკანდირებდნენ, რომ "მონობას არ დაემორჩილებიან".  

პროტესტის მე-15 დღეს აქციაა დედაქალაქში და აქციაა ჭიათურაშიც. ქუჩაში გამოსული მაღაროელები ამბობენ, რომ ყველა გონივრული ვადა იწურება და  მალე ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს გამოიყენებენ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.