30-ზე მეტი ჭრილობა მამას და 4 ჭრილობა შვილს - შემზარავი ამბავი თბილისში

20.06.23 20:04
30-ზე მეტი ჭრილობა მამას და 4 ჭრილობა შვილს - შემზარავი ამბავი თბილისში

30 ზე მეტი ჭრილობა მამას და 4 ჭრილობა შვილს - მამა-შვილი მიქელაძეები მეზობლის სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. შემზარავი ამბის შესახებ ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს უმძიმეს ფოტო და ვიდეო მასალას სახლიდან, რომელიც  სისხლით არის სავსე. 

ქრისტი მიქელაძე ყვება, რომ მეზობელი რომან გიკაშვილი მათ სახლში შევვარდა, მამა-შვილს დანით გაუსწორდა, ახალგაზრდა ქალის გაგუდვაც სცადა, სახლს ცეცხლი წაუკიდა, გაზი გაუშვა და გაიქცა.  

ირკვევა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.