გვინდა, რომ ჩაგვთვალონ ადამიანებად - მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობა არ შეხვდა

20.06.23 19:11
გვინდა, რომ ჩაგვთვალონ ადამიანებად - მაღაროელებს "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობა არ შეხვდა

„არავინ არ მოგვისმინა, არავინ არ გამოვიდა,“ - ჭიათურელ მაღაროელება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა არ შეხვდა. 

აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის წინ დაბრუნდნენ, მანამდე ისინი კომპანიის შენობასთან იყვნენ მისულები და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვნდნენ. თუმცა მათ პასუხისმგებელი პირი არ შეხვდათ.

უპასუხოდ დაგვტოვეს. არ გვაქცევენ ყურადღებას, როდესაც ჭიათურაში ამხელა აქციებია, როდესაც ჭიათურაში ხალხი შიმშილობს, როდესაც ხალხი ჭიათურაში პირებს იკერავს, ვენებს იჭრის, თვალებს იკერავს იმიტომ, რომ აღარ უნდა ამ უსამართლობის დანახვა, არ გვთვლიან ადამიანებად. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ ჩაგვთვალონ ადამიანებად, მივიღოთ ღირსეული შრომითი ანაზღაურება, ღირსეული და დამსახურებული შვებულება, დაზღვევა,“ - ამბობს აქციის მონაწილე.