"წიხლი ჩამარტყა, მამაჩემს დანას თავში ურტყამდა" - რას ყვება მეზობლის მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების მხვერპლი

20.06.23 20:31
"წიხლი ჩამარტყა, მამაჩემს დანას თავში ურტყამდა" - რას ყვება მეზობლის მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების მხვერპლი

სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი ვერ ამბობს, რა გახდა მეზობლისგან მიისი ოაჯხის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი. ქრისტი მიქელაძე ძემზარავ ამბავს "პირველებთან" დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, მეზობელი კაცი მას და მამამისს დანით უსწორდებოდა, რის შემდეგაც მათ ბინაში ცეცხლი გააჩინა და გაზი გაუშვა. 

გავიგე კარების ხმა და მეგონა მამაჩემი. მაგრამ მაამ რომ შემოდის, ყოველთვის მეუბნება, რომ „მოვედი“ და ხმა არ ამოუღია, კი გამკრა გულში...ერთი ორი წუთის შემდეგ ალბათ, ისევ კარების ხმა გავიგე და უკვე მამაჩემის ხმა, რომ „რა გინდა, გიჟი ხომ არ ხარ. თავი დამანებე, გადი აქედან, ჩემს სახლში რას აკეთებ“. ჩოჩქოლის ხმა გავიგე და შიშველი აბანოდან გამოვვარდი. იქით იდგა ის ბიჭი და აქეთ მამაჩემი,. უკვე დანა ეჭირა ხელში და უკვე ურტყამდა. მივვარდი ამ ბიჭთან, რომ მოკლედ, მამაჩემს თავი დაანებე-მეთქი. იატაკის ჯოხი გამოვიტანე, რომ ჩავარტყამ-მეთქი და ეგეც წამართვა...ამის მერე შემათრია აბანოში, მამაჩემი ძირს დააგდო, მეც დამაგდო და წამოვდექი. ამ მომენტში მე მუშტი ჩამარტყა თუ წიხლი.... აბანოში შემთარია მერე თმებით. ხმას თან საერთოდ არ იღებდა, „მოგკლავო“, ეს მითხრა მარტო. თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა და შხაპი მომიშვირა სახეზე რომ გავგუდულიყავი. მიზეზი არ ვიცი, ხმას არ ირებდა. ჩავარტყი წიხლი და დანა დამარტყა დაბლა, სასქესო ორგანოზე. მე რომ დამაგდებდა, მამაჩემთან გარბოდა და თავში დანას ურტყამდა. ყელზე მომადო დანა, ყელის გამოჭრა უნდოდა და სამჯერვე გავაგდებინე. ბოლოს დაუვვარდა ეს დანა და ლლგინის ქვეშ შევაგე. დავინახე ჩემს ზეწარს ცეცხლი მოუკიდა და ასევე მეორე დღეს გაზის კანფორებიც ღია იყო და აქაორობდა დაწვა. ცეცხლი რომ გააჩინა და გაზი გაუშვა, გაქიცა და დაბლა დაიჭირეს, - ამბობს „პირველებთან“ ქრისტი მიქელაძე.