სასტიკი ანგარიშსწორება მამა-შვილზე - ვინ არის და რას ამბობს დაკავებული

20.06.23 20:55
სასტიკი ანგარიშსწორება მამა-შვილზე -  ვინ არის და რას ამბობს დაკავებული

მეზობლების ცემასა და დაჭრაში ბრალდებული რომან გიკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო პროცესს ელოდება. თავად ბრაკდებულს სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ სუსში მუშაობს, თუმცა ლილუაშვილის უწყებაში ამ ინფორმაცაის კატეგირიულად უარყოფენ. 

გიკაშვილის ადვოკატი "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ გიკაშვილს მომხდარი კარგად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოტხე პირიც, რეალური დამნშავე ფიგურირებეს. 

მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დაზიანებები აქვს ძალიან ამ ორ ადამიანს, ამ დროს თავდამსხმელს თითქმის არ აქვს საერთოდ დაზიანება. შეიძლება ასეთ ორომტრიალში, სამი ადამიანი როდესაც ერთმანეთს ებრძვის, ის ქალბატონი და მისი მამა წინააღმეგოაბს უწევს და ამ დროს, ბრალდებულს საერთოდ დაზიანება არ აქვს? ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა იმიტომ, რომ მხოლოდ სისხლით იყო მოსვრილი ბრალდებული, სხვა რაიმე დაზიანება, ნაკაწრი აქვს ორი და ორი დალურჯება, დანარჩენი არაფერი აქვს. დანით არ ყოფილა შემოსული, დანა ფიგურირებს თვითონ იმ ოჯახის დანა. ამბობს, რომ მამაკცთან მოუვიდა კონფლიქტი, სცემდნენ ერთმანეთს და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მამაკაცს, ქალია საერთოდ არ ახსოვს. საქმეში სხვა მტკიცებულებაც არის, რომელიც ადასტურებს, რომ ვირაც სისხლიანი გამოვიდა იმ სახლიდან. დევს მეზობლის ჩვენება, რომელიც ამბობს,რ ომ ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე, სისხლიანი იყო ჩემი კარი, ეს იმ დროს იყო, როცა პოლიცია მოვა, - ამბობს ბრალდებული ადვოკატი.