ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით "კოკა-კოლამ" გულშემატკივრებს მასშტაბური სანახაობა შესთავაზა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილი ბოლო 24 საათის ათვლა დაიწყო. ჩემპიონატის ოფიციალურმა პარტნიორმა "კოკა-კოლამ" გულშემატკივრებს მასშტაბური სანახაობა შესთავაზა. ამ წუთებში დედაენის ბაღში სხვადასხვა აქტივობები ტარდება, გულშემატკივარს საშუალება აქვს საფეხბურთო გათამაშებებშიც ჩაერთოს. რამდენიმე წუთში "კოკა-კოლას" ქარავანი დედაენის ბაღში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის თასსაც მიიტანს.
ვრცლა ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.