პუტინს ქართველები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავს - ქართველი ჯარისკაცის სკანდალური აღიარება

21.06.23 11:23
პუტინს ქართველები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავს - ქართველი ჯარისკაცის სკანდალური აღიარება

პუტინის ომს ქართველი ჯარისკაცი გამოექცა. ნოდარ ბახტურიძე, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებდნენ, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სიღნაღელი ნოდარ ბახტურიძე ადატურებს ამბავს, რომელიც ჯერ კიდევ შაბათის გუნდმა მოყვა.

ბახტურიძის მტკიცებით, რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე ადამიანები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავთ. სწორედ ასე აღამჩნდა ციმბირის ციხიდან ბახტურიძე ფრონტის ხაზე, თუმცა შემდეგ უკრიანელ ჯარისკაცებს ტყვედ ჩაბარდა.

ბახტურიძე საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. 

მე თავიდანვე მქონდა ეს იდეა, ჩემი სამშბლოსთვის, საქართველოსთის მეთხოვა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც ჩამოვაღწევდი უკრაინაში. თავშესაფრის მოთხოვნით მივმართე უკრაინაში საქართველოს საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ ჩემს ქვეყანაში არ გამომივა, სხვა ქვეყნებსაც ვთხოვ. რუსეთის ციხეში სასჯელს უსამართლოდ ვიხდიდი. კონტრაქტს მხოლოდ იმიტომ მოვაწერე ხლეი, რომ უკრაინაში მოვხვედრილიყავი, რომ აქედან მომეთხოვა თავშესაფარი საქართველოსთვის. თავად ჩავბარდი, ორიკ კვირა სწავლებაზე ვყავდით ლუგანსკში. ისეთი ხალხი გამოჰყავთ წინა ხაზზე, ომი გაგონილიც რომ არ აქვთ. ბრძოლისუუნარო, შეზღუდული უნარების მქონე პირებს წინა ხაზზე უშვებენ. უტილიზაციისთის 60 წლის ხალხი ჰყავთ გამოშვებული და აფრთხილებენ, რომ თუ უკან დაბრუნდებიან - დახვრეტენ. მიზანი არავის უთქვამს, მხოლოდ პროპაგანდისტული მოწოდებები იყო და ამის შემდეგ როგორც მხვილფეხა საქონელი ისე გამოვრეკეს, - ამბობს ბახტურიძე. 

რუსეთის მხარეს იძულებით მებრძოლი სამხედრო რუსეთში არსებულ დანაშაულებრივ პროპაგანდაზეც საუბრობს.  

რუსეთში ეწევიან პროპაგანდას, ყველაგნა მედიის საშუალებით, ყველა სამსახურებში, სკოლებში, გადაცემა, სადაც პოლიტიკა არაფერ შუაშია, მანდაც ტენიან ამ პროპაგანდის ცრუ რაღაცეებს. რუსეთი ახლა რასაც სჩადის, ეს საშნელიდ ანაშუალია საკუთარი ერის, ხალხის მიმართ. რევოლუცია სჭირდება რუსეთს, რომ შეიცვალოს მთავრობა, მაგრამ ძალიან თავდახრილი ერია, მონური იდეოლოგიაა, 30 წელი ვცხოვრობდი და ვიცი. ის ცალკეული პროტესტი, შემთხვევები რაც არის, კონტროლდება და ახშობენ. ძალაუფლება ვის ხელშცაა, ის აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის წყაროებს და მათ ხელშია ყველა ბერკეტი, რითაც ხორციელდება ტოტალური რეჟიმი. არ გაიაზიარებ იდეოლოგიას, გაგაგდებენ ნებისმიერი სამსახურიდან  

ნოდარ ბახტურიძე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს დატყვევებული. მას მინიმუმ 2 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებნული.