"ჩამხედეთ თვალებში და მაღაროელების ტკივილს დაინახავთ" - მაღაროელი პრემიერს
მაღაროელების პროტეტს თბილისში ტყიბულიდან გიორგი კუპატაძე შეურთდა.
მაღაროელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვალები ამოიკერა, საქართველოს პრემიერს მიმართვას:
"ბატონ ღარიბაშვილს მინდა თხოვნით მივმართო აქედან, რომ მეც თქვენი მოქალაქე ვარ, მეც მიმიძღვის წვლილი თქვენს მოსვლაში ხელისუფლებაში და მინდა, რომ თვალებში ჩამხედოთ, თუ ამ თქვენ იგრძნობთ თითოეული მაღაროელის ტკივილს, თითოეული მაღაროელის გაჭირვებას, თითოეული მაღაროელის ყველაფერს, მე ვეღარ გავუძელი ამ ყველაფერს, რომ ამას მეყურებინა როგორ უჭირს ხალხს, ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს მიდის. გლეხი ხალხი თუ მაღაროელები ჩვენს პრობლემებს წყვიტავთ ბანკები, რატომ არ შეუძლიათ ამხელა კომპანიამ აიღოს სესხი და არ დააბრმაოს, არ დააინვალიდოს არ დაუზიანოს ადამიანებს სიცოცხლე. გაითვალისწინოს თითოეული მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენს ზურგზე, ჩვენს ხელებზე ესაა ფაქტი 17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს არავის ვჭირდები?" - ამბობს გაფიცული მაღაროელი.
ცნობისთის ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და დილიდან შიმშილობა გამოაცხადეს.
მაღაროელები სამუშაო პოირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 20 %-ით ზრდას მოითხოვენ.