რა ბედი ელის პუტინის ომს გამოქცეულ ქართველს? - ბახტურიძის ოჯახი დახმარებას საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს

21.06.23 13:50
რა ბედი ელის პუტინის ომს გამოქცეულ ქართველს? -  ბახტურიძის ოჯახი დახმარებას საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს

ნოდარ ბახტურიძის ვიდეოიმართვიდან, რომელიც პუტინის ომს უკრაინაში გაექცა და ტყვედ ჩაბარდა, 24 საათი გავიდა, თუმცა ხელისუფლება დუმს. ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ხელსუფლებას თავშესაფარი სთხოვა. 

ბახტურიძის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას უკვე მისი ოჯახი სთხოვს. ყოფილი ჯარისკაცის და თხოვნით, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რადგან ნოდარ ბახტურიძე 3- წლიე რუსეთში ცხოვრობდა და არც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. 

გავიგე მეს ყველაფერი, რომ ოდიოდა. საომრად არ მოდიოდა. მე დავუკავშირდი ვანო ნადირაძეს, მოდის მეთიქ აქ, მაგრამ საომრად არ მოდის-მეთქი., არის აფხაზეთის მონაწილე-მეთქი, 92-93-ში იბრძოდა-მეთქი და უნდა ჩაგბარდეთ. მე, უბრალოდ, მივმართავდი სალომე ზურაბიშვილს, ჩემი მამა ისე დაიღუპა, რომ 10 წელი ჩემი ძმა არ ენახა და დედაჩემი ძალიან ცუდად არის. სიმართლე რომ გითრათ, მეშინია. საქართველოში რომ ჩამოვიდეს მაგის ძალიან მეშინია, რამე არ დაემუქროს, -მეთქი, საფრთხე, - ამბობს ბახტურიძის და.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები კი  საფრთხეებზე ლაპარაკობენ. არ გამორიცხავენ, რომ თუ ბახტურიძეს "ოცნება" საქართველში ჩამოსვლის უფლებას მისცემს, შემდეგ  მას გასწირავს  გაწირავს და უკან, რუსეთში არ გაუშვებს.

 არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში ნოდარი, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება პრორუსული უეჭველი გადასცემს რუსეთს და ვურჩევ, რომ აქ მოიხადოს თუ მისცემს უკრაინა სასჯელს, მოიხადოს აქ, თავისი სიცოცხლიედან გამომდინარე. ალბატ გაიხსენებთ, მე რა გამიკეთეს, როდესაც მე ჩავედი საქართველოში 2 საათი წამართვეს პასპორტი და მეუბენბიან, რატომ ებრძვით რუსებსო და ჩემი დაჭერა უნდოდათ. აქუფორ იქნება დაცული, უკრაინაში, ვიდრე საქართველოში, - ამბოლბს გიორგი ფარცვანია. 

პუტინის ომს ქართველი ჯარისკაცი გამოექცა. ნოდარ ბახტურიძე, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებდნენ, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სიღნაღელი ნოდარ ბახტურიძე ადატურებს ამბავს, რომელიც ჯერ კიდევ შაბათის გუნდმა მოყვა.

ბახტურიძის მტკიცებით, რუსეთის ციხეებიდან ეთნიკურად ქართველები და ქართული გვარის მქონე ადამიანები ფრონტის ხაზზე იძულებით მიჰყავთ. სწორედ ასე აღამჩნდა ციმბირის ციხიდან ბახტურიძე ფრონტის ხაზე, თუმცა შემდეგ უკრიანელ ჯარისკაცებს ტყვედ ჩაბარდა.

ბახტურიძე საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს.