სპეცოპერაცია ბარებში - როგორ სძალავენ ტურისტებს ფულს (ფარული ჩანაწერები)
სპეცოპერაცია ბარებში - გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც ტურისტებს თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ.
ირკვევა, რომ დანაშაულებრივ სქემაში ტაქსის მძღოლები, ბარმენები და ღამის კლუბების მფლობელებიც იყვნენ ჩართულები.
სქემა ასეთი იყო - ტაქსის მძღოლებს ტურისტები წინასწარ შეთანხმებულ ბარებში მიჰყავდათ, იქ შესული მომხმარებელს კი შეკვეთილ პროდუქტში არარეალურად მაღალ ფასს ახდევინებდნენ. ადგილი ჰქონდა დაზარალებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარასაც.
საბოლოო ჯამში, პოლიციამ 8 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი წარსულში ნასამართლევია.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს - რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან - ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა"- წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.