პროტესტის მე-16 და შიმშილობის მე-10 დღე - ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციას მათი დედებიც უერთდებიან
პროტესტის მე-16 და შიმშილობის მე-10 დღე - გაფიცული მაღაროელები და მათი ოჯახები რეაგირებას ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.
პროტესტი მონაწილეებს დღეს დილიდან გარდაცვლილი მაღაროელების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. გაფიცულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილება შიმშილობის დაწყებას არც ისინი გამორიცხავენ.
ერთ-ერთი გაფიცულის დედა აცხადებს, რომ თბილისში ისიც წავა და პარლამენტში ღარიბაშვილს და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ მისცემს.
დღეს რომ მოვედი ჩემს შვილს შევხედე, დედას ვერავინ ვერ გამოაპარებს ვერაფერს. კანკალი ჰქონდა, დედა რატომ კანკალებ გცივათქო? არაო, მე ვუთხარი მოატყუე იმათ, ვისაც ებრძვითთქო. მე ვპირდები დღეს რა გადაწყდება, ჩემი შვილის საფლავს ვფიცავ მეორე შვილზე აღარ გავმწარდები, ძალიან გამწარებული დედა ვარ, პირობას ვიძლევი აქ კი არ დავჯდები იქ დავჯდები, არც ღარიბაშვილს შევუშვებ იქ და არც ვინც მაგისთანები არიან, - ამბობს გაფიცული მაღაროელის დედა.