სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს აჯარიმებენ
Facebook და TikTok პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს აჯარიმებენ - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვარტალურ ანგარიშშია აღნიშნული.
დაჯარიმება მოხდა ორ შემთხვევაში მოსამართლემ კი ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააჯარიმა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფას გულისხმობს.
ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტს 2 000 ლარით დააჯარიმა კურიერი Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. ვიდეოს ავტორი აკრიტიკებს პოლიციელებს, ბასლაინში მოძრაობის გამო - "შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ". მოსამართლემ TikTik-ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ჩათვალა, ხოლო პოლიციელთა მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას "სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფა" უწოდა.
მეორე შემთხვევაში მოქალაქე სოციალურ ქსელ Facebook-ზე, კვლავ სამართალდამცავთა მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც განმარტა, რომ სოციალური ქსელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და "ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები". მოსამართლემ ასევე მიუთითა, რომ "ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას".