ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელის მდგომარეობა დამძიმდა - ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს

21.06.23 16:27
ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელის მდგომარეობა დამძიმდა - ახალგაზრდა  კლინიკაში გადაიყვანეს

შიმშილობის მე-10 დღეს ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი გიორგი მარუაშვილი შეუძლოთ გახდა. ახალგაზრდა ჰოსპიტალიზებულია.

ცნობისთვის, ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და დილიდან შიმშილობა გამოაცხადეს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 20 %-ით ზრდას მოითხოვენ.