მოშიმშილე მაღაროელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

21.06.23 16:50
მოშიმშილე მაღაროელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მოშიმშილე მაღაროელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მოშიმშილე მაღაროელი გიგლა მარუაშვილი ამ დრომდე ჭიათურის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში რჩება.

ექიმის ინფორმაციით, ის კლინიკაში თავბრუსხვევის და ზოგადი სისუსტის სიმპტომებით შეიყვანეს.

“მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. მარუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, - აცხადებს ექიმი ლელა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელებო მე-10 დღეა შიმშილობენ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.