თავდასხმა ტაილანდის მოქალაქეზე - დაკავებულია 1 არასრულწლოვანი, პოლიცია ორ მოზარდს ეძებს

21.06.23 16:56
თავდასხმა ტაილანდის მოქალაქეზე - დაკავებულია 1 არასრულწლოვანი, პოლიცია ორ მოზარდს ეძებს

სასტიკი ანგარიშსწორება  თბილისის ცენტრში -"პირველების" ინფორმაციით, ტაილანდის მოქალაქის ჯგუფური  ცემის ბრალით  ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, 2 მოზარდს კი პოლიცია ეძებს.

 60 წლის კაცის გადარჩენას ექიმები ახლაც ცდილობენ, ის მართვით სუნთქვაზეა. 

არაოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებულს არასრულწლოვანების დაჯგუფებამ ჩასაფრება  მოუწყო და  სასტიკად ცემა. თავდასხმა  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მაშინ მოხდა, როდესაც ის თბილისის ცენტრში აბესაძის ქუჩაზე  გადაადგილებდა.