თბილისი აღარ იქნება დაცული - სამხედროები, ვაზიანის ბაზის შესაძლო გაუქმებაზე

21.06.23 17:43
თბილისი აღარ იქნება დაცული - სამხედროები, ვაზიანის ბაზის შესაძლო გაუქმებაზე

სამხედროები გამორიცხავენ, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის სრულყოფილი ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტი აშენდება, რადგან მათი თქმით, ბაზაზე წვრთნები ვეღარ ჩატარდება, რითაც სამხედრო ბაზა მუდამ გამოირჩეოდა.

სამხედროების თქმით, თუ ადგილზე სამოქალაქო აეროპორტი აშენდება, მაშინ სამხედრო ავიაცია ამ ტერიტორიაზე ვეღარ იფუნქციონირებს

სამხედროები პირდაპირ ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს და კონკრეტულად თბილისს აცლის თავდაცვისუნარიანობას, რაც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

როგორ უნდა დაჯდეს და აფრინდეს სამოქალაქო თითმფრინავი, როდესაც პოლიგონზე მიმდინარეობს სროლა და ზოგიერთი, არტილერიის ჭურვი რომ ავიღოთ, მაგის ტრაექტორიის სიმაღლე რამდენიმე კილომეტრია, მაგ დროს პილოტმა რა უნდა ქნას, ლავირება უნდა გააკეთოს აქეთ-იქით და როგორ უნდა დასვას, ეს არის ნონსენსი. ამ შენობებში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის ჩადებული რომ ამ თითმფრინავებს საჰაერო დარტყმებისგან იცავენ, ამას რას უშვებიან. ეს არის ყველაზე უსწრაფესი ლოჯისტიკის მოწოდების წყარო, ეს სამხედრო აეროდრომი. ამიტომ შენ თუ სამოქალაქო აეროპორტს აკეთებ, ეს სამხედრო ობიექტების შენაერთები უნდა გადაიტანო სხვაგან. შესაბამისად, თბილისი აღარ იქნება ისე დაცული, როგორიც  ახლა არის". - ამბობს დევი ჭანკოტაძე.