ნატახტარში ტრაილერი ამოტრიალდა

21.06.23 18:17
ნატახტარში ტრაილერი ამოტრიალდა

ნატახტარში ტრაილერი ამოტრიალდა. ადგილზე უზარმაზარი საცობია. რეგიონებიდან მომავალი ხალხი მანქანებიდან და ტრანსპორტიდან გადმოვიდა, მოძრაობა პარალიზებულია.

ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულოს ეკიპაჟები მივიდნენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.