რუსთავში, დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვეს
რუსთავში დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვეს.
სტეფანეს დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
,,ბოდიშს გიხდით, რომ ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ. სტეფანე კარგად არის, ღვთის წყალობით, ჯანმრთელად არის. იყო თავის მეგობართან, წვიმის გამო გაჩერდა, ჩასძინებია და უფროსმაც ვერ მოიფიქრა ჩემი გაფრთხილება. მადლობა ყველას, ყურადღებისთვის. სკოლიდან დარეკეს, დახმარება თუ გვჭირდებოდა. პოლიცია, მოხალისეები, მთელი ღამე ეძებდნენ სტეფანეს. კარგად არის და დიდი მადლობა ყველას, მოკითხვისთვის", - ამბობს ბავშვის დედა ვიდეომიმართვაში.
13 წლის სტეფანეს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.