როგორ ძარცვავენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს - სპეცოპერაცია ღამის ბარებში

21.06.23 20:24
როგორ ძარცვავენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს - სპეცოპერაცია ღამის ბარებში

როგორ ძარცვავენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს. 800 ლარი მხოლოდ  ერთი ბოთლი ჩვეულებრივი შამპანური. მას შემდეგ, რაც კლიენტი პრეტენზიას გამოთქვავდა ჩეკში ასახული კოლოსალური თანხის გამო, იწყებოდა ფსიქოლოგიური ტერორი ბარის მეპატრონეების მხრიდან. თაღლითურ სქემაში ჩართული იყო ყველა, დაწყებული კლუბის მეპატრონით, მიმტანებით და ტაქსის მძღოლებით დამთავრებული, რომლებსაც გარკვეული ანაზღაურების ნაცვლად ბარში უცხოელი ტურისტები უნდა მიეყვანათ. 

ამის შემდეგ კი იწყებოდა სტუმრების კარგად  ორგანიზებული ძარცვა. სქემა მარტივი იყო - მაგიდაზე სვავდნენ უცხო პირებს, რომლებიც ძვირადღირებულ სასმელებს უკვეთავდნენ, გადასახდელი თანხა კი ტურისტებს მისდიოდათ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში ღამე სამართალდამცველები შევიდნენ და იქიდან 8 პირი ხელბორკილებით გამოიყვანეს. საქმეში დევს ფარული ჩანაწერებიც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება დაკავებულების წინააღმდეგ.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.