პუტინს ქართველები რუსული ციხეებიდან უკრაინასთან საომრად ძალით მიჰყვს - ნოდარ ბახტურიძის სკანდალური ინტერვიუ

21.06.23 20:08
პუტინს ქართველები რუსული ციხეებიდან უკრაინასთან საომრად ძალით მიჰყვს - ნოდარ ბახტურიძის სკანდალური ინტერვიუ

პუტინს ქართველები რუსული ციხეებიდან უკრაინასთან ომში საომრად ძალით მიჰყვს, ვინც უარს ამბობს, დახვრეტით ემუქრება. ეს სკანდალური ინტერვიუ ციმბირის ციხიდან ბახმუტში ფრონტის ხაზზე წაყვანილმა ნოდარ ბახტრუძემ უკრაინელ ჟურნალისტებს მისცა. ამ სვლით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს აჩვენოს, რომ ქართველები მხოლოდ უკრაინის დასაცვად არ იბრძვიან და პუტინის სისხლიან რეჟიმსაც ჰყავს ქართველი გულშემატკივრები.

ნოდარ ბახტურიძე, რომლის აღიარებაც მთელმა უკრაინამ მოისმინა პუტინის ომში ვაგნერელების რიგებში მოხვდა. ის რუს სამხედრო მეთაურებს გაექცა და უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა. ახლა ქართველი სამხედრო   თავშესაფარს საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, თუმცა ფრონტზე მყოფი  ქართველი მებრძოლები მას ურჩევენ,  რომ სასჯელი უკრაინის ციხეში მოიხადოს, რადგან ოცნება რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს არასდროს ეხმარება და პირიქით, მათზე შურისძიებას ცდილობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ამინისტროშ ამბობენ, რომ ნოდარ ბახტურიძეს ვერ დაეხმარებიან, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.