სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში და არასრულწლოვნების სისასტიკე - ტაილანდის მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა

21.06.23 20:18
სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში და არასრულწლოვნების სისასტიკე - ტაილანდის მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში და არასრულწლოვნების სისასტიკე, რომელთა მსხვერპლიც უცხოელი სტუმარი გახდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ტაილანდის მოქალაქე რენიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, ასევე მძიმე დაზიანებები თავის არეში. დაზარალებულს იმდენი ურტყეს, სანამ გონება არ დაკარგა.  ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.  ისინი  60 წლის მამაკაცს  აბესაძის ქუჩაზე მდებარე სალონში  უმოწყალოდ გაუსწორდნენ.

დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან უმძიმესი დაზიანებებით პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა ექიმები იბრძვიან მის გადასარჩენად. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.  სავარაუდო  მიზეზი, რის გამოც შუახნის მამაკაცს  დაუნდობლად გაუსწორდნენ, უფასო მომსახურების მიღება იყო, უარის  შემდეგ კი მოზარდებმა გადაწყვიტეს მას ჯგუფურად გასწორებოდნენ.  ტაილანდელი  თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მასაჟის სალონის მფლობელია.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.