აქციას თბილისში ხვალ მაღაროელების დედები შეუერთდებიან და შიმშილობას დაიწყებენ

21.06.23 20:50
აქციას თბილისში  ხვალ მაღაროელების დედები შეუერთდებიან და შიმშილობას დაიწყებენ

"ჩამხედოს თვალებში ბატონმა პრემიერმა, გაიგებს თუ რა გაჭირვება აქვს წიათურლებს.  მე თვალებს ავახელ, თქვენს წინაშე დავდგები და თუ მართლები ხართ, მაშინ დამხვდით იქ" - ამ სიტყვებით მიმართა დღეს პარლამენტზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თვალამოკერილმა მაღაროელმა.

ხვალ დედაქლაქში ჩამოსვლას და შიმშილობის დაწყებას აპირებენ მაღაროელების დედებიც. თითქმის სამი კვირაა ჯორჯიან მანგანეზის 3 ათასი თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.