ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მიწის შვავი ჩამოწვა - მოძრაობა შეზღუდულია

22.06.23 10:15
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მიწის შვავი ჩამოწვა - მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მიწის შვავი ჩამოწვა. მოძრაობა შეზღუდულია.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგათ რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა

ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - წერია უწყების განცხადებაში.