"მაგდენი ხელფასი რომ გვქონდეს, აქ ხომ არ გამოვიდოდით" - სოციალურ ქსელებში მაღაროელების "გაშავების" კამპანია დაიწყო
სოციალურ ქსელებში მაღაროელების გაშავების კამპანია დაიწყო - გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თვალებამოკერილ მაღაროელს გიორგი კუპატაძეს ხელფასი 3500 ლარი აქვს, მაღაროელებული მათ წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას უწოდებენ.
სიცრუეა ხალხო, არავის არ დაუჯეროთ. მაგდენი ხელფასი რომ გვქონდეს აქ ხომ არ გამოვიდოდით. ეს არის გაშავების კამპანია. რასაც ჩვენ ახლა ვითხოვთ, 20 % ის მომატებას, ეს რომ ჩვენს ხელფასს მიუმატო, მაგ თანხამდე ვერც კი მივა მაინც., რასაც ეგენი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ". - ამბობს მაღაროელი.
მოშიმშილე მაღაროელებს დედებიც უერთდებიან. გაფიცული მუშების მშობლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ყურადღების ცენტრში ერთდროულად არის თბილისი და ჭიათურაც. დედაქალაქის ცენტრში 40 მაღაროელის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მათგან 4 მოშიმშილეა. ურთულესი ვითარებაა ჭიათურაშიც. პარალიზებული მაღაროების ასობით თანამშომელი ამ დრომდე ქუჩის აქციებს აგრძელებს.