სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ციხეში დაბრუნდეს - ზურაბ ჩხაიძე
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში დაბრუნდეს.
ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" ამბობს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი კარგად არ არის და მისი მდგომარეობა შეესაბამება იმას, რომ უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში მკურნალობაზე.
"ახლა სტაციონარში რახან იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შეესაბამება იმას, რომ უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში მკურნალობაზე. პაციენტი როცა გამოჯანმრთელდება, ორი ვარიანტი აქვს, თუ ის არის სამოქალაქო პირი, ბრუნდება საკუთარ ოჯახში, თუ ის არის პენიტენციური დაწესებულება, გაუმჯობესების შემდეგ ბრუნდება დაწესებულებაში საიდანაც იქნა მოყვანილი.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას რომ ის ციხეში დაბრუნდეს. ნამდვილად არის კრიტერიუმები, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომ ის უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში. რა თქმა უნდა კარგად მყოფი ადამიანი კლინიკაში არ წევს" - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.