იმედია, ყველა მიაღწევს საქართველოს მსგავს პროგრესს მედიის თავისუფლების მხრივ - კობახიძე
იმედი გვაქვს, რომ ყველა შეძლებს ისეთივე პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით, როგორსაც მიაღწია საქართველომ - განცხადება ამის შესახებ კობახიძე.
ვხედავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული პრობლემებია მედიის თავისუფლების კუთხით. ეს, მათ შორის, დასავლეთის სივრცესაც ეხება. სამწუხაროდ, 10-20 წლის წინ განსხვავებული სიტუაცია იყო, დღეს კი უარყოფითი ტენდენციებია. იმედი გვაქვს, ჯამში, ყველა გაუფრთხილდება მედიის თავისუფლებას. საქართველოში მედიის პლურალიზმის კუთხით გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, ვიდრე გვქონდა თერთმეტი წლის წინ. ჩვენთან არის პროგრესი და არის გარკვეული სივრცეები, სადაც არის რეგრესი კონკრეტულ ქვეყნებში. ჩვენ იმედი გვაქვს, ყველა შეძლებს ისეთი პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით, როგორსაც მიაღწია საქართველომ.