სილამაზის სალონები, ხილ-ბოსტნის დახლები, სუპერ-მარკეტები, მაღაზიები - თბილისი ქურდობების სერიამ მოიცვა
არასრულწლოვანთა დაჯგუფება დედაქალაქის ცენტრში მაღაზიებს ერთი მეორის მიყოლებით ძარცვავს. მხოლოდ ბარნოვის ქუჩაზე, გატეხილია ათამდე სავაჭროო ობიექტი.
18 წელს მიუღწეველ პირებს მაღაზიებიდან ფული და პროდუქცია მიაქვთ. ყველა მათგანს სათვალთვალო კამერები აფიქსირებს. პოლიციამ სავარაუდოდ იცის მათი ვინაობაც, თუმცა ვერავის აკავებს.
ჩვენი ობიექტი გაიძარცვა ერთი თვის წინ, შემდეგ მოჰყვა გვირილაც, სილამაზის სალონი, ხილ-ბოსტნეულისა და კოსმეტოლოგიის მაღაზია. ძირითადად არასრულწლოვანები, ხელშეუხებლები არიან და ვერაფერ ეუბნებიან. მე გამძარცვეს უკვე მესამეჯერ. ძირითადად მაქვთ ფული და ახლა ჩვენ გვქონდა ელექტრო სიგარეტები და ეგ გაიტანეს" - ამბობს დაზარალებული