კავშირები მინი ოლიგარქებთან - თურნავა ეროვნული ბანკის შეფი გახდა
ოპოზიციის შეფასებით, ქართველი ოლიგარქი კიდევ ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს იტაცებს - ეროვნული ბანკის დღეს არჩეული პირველი ვიცე პრეზიდენტი არ მალავს, რომ უჩა მამაცაშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან მჭიდრო კონტაქტები აქვს. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ შემოვლითი გზა მოძებნა. ჯერ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და შემდეგ ნათია თურნავა ბანკში ვიცე პრეზიდენტად გაამწესა.
ვიცე-პრეზიდენტი თურნავა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ოცნებას დასჭირდება. მინი ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ექს მინისტრი ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. თურნავასთვის ქვეყნის ცენტრალური საფინანსო ინსტიტუტის გადაბარება პირდაპირ ნიშნავს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ბანკის ხელში ჩაგდებას.
თურნავა ეროვნული ბანკის შეფი გახდა - ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟი